•  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივით, 15 ნოემბერს გაიმართა „სოციალური საწარმოების II #B2B გამოფენა“. 
  • ღონისძიება მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და წამყვან ბიზნეს კომპანიებს, ასევე სხვადასხვა სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებას, ცნების პოპულარიზაციასა და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში.
  • B2B გამოფენის ფორმატით წელს, საქართველო „სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ ინიციატივით უერთდება „სოციალური საწარმოების საერთაშორისო დღეს“.
  • ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქცია და მომსახურება. ფორმატიდან გამომდინარე, სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლები, მათი ინტერესების შესაბამისად, მოლაპარაკებას აწარმოებდნენ თითოეულ სოციალურ საწარმოსთან შესაძლო თანამშრომლობაზე.
  • ღონისძიების ვიზიტორებს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ მოწინავე ქართული სოციალური საწარმოების მრავალფეროვანი პროდუქცია ერთ სივრცეში.