2018 წლის 7 დეკემბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შავი ზღვის საერთშორსო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაესწრნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლის, ფრანსუა პეშოს საჯარო ლექციას თემაზე: "Regional Economic Outlook for Caucasus and Central Asia". 
მადლობა ბიზნესის სკოლის დეკანს, ბატონ მურთაზ კვირკვაიას და ქალბატონ მერი ლომიას მოწვევისა და თბილი დახვედრისთვის.