12 დეკემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა თათია ტურაშვილის ტრენინგი თემაზე: „საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის სტრატეგიები და კონფლიქტების მართვა.“
თამარ ტურაშვილი არის ფსიქოლოგიის დოქტორი, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, პოზიტიური ფსიქოლოგი. კითხულობს ლექციებს მართვის ფსიქოლოგიაში, ლიდერობაში, ბიზნეს ფსიქოლოგიაში, ადამიანური რესურსების მართვაში. თამარი არის ბერლინის ფსიქოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკლვლევარი ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით.
მოცემული სემინარი ეფუძნებოდა ჰარვარდის მოლაპარაკების მეთოდოლოგიას და პოზიტიური ფსიქოლოგიის კონცეფციას.

სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. მოლაპარაკებების მართვის ჰარვარდის მეთოდოლოგია
2. როგორ მოვემზადო მოლაპარაკებამდე და განვსაზღვრო ჩემი “Batna” და “ZOPA”
3. რა არის მოლაპარაკებებში კონფლიქტის გამოწვევი მიზეზები და კონფლიქტის სახეები
4. ქცევის რომელი სტრატეგიების გამოყენება ეფექტური სხვადასხვა მოალაპარაკებისას
5. რა ტიპის კლიენტები არსებობს და როგორია მათთან ურთიერთობის სტილი