შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ევროპის უნივერსიტეტს და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ემსახურება ფონდსა და უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ანგარიშგებასა და აუდიტში საერთაშორისო სატანდარტების დანერგვასა და პრაქტიკულ განხორციელებაში.