შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ორგანიზაციების: Key Consulting და სეიკოდო /Seikodo ორგანიზებით გაიმართა ბიზნეს ფორუმი: "ბიზნესი სტერეოტიპების გარეშე".
პროექტზე მოწვეულმა სპიკერებმა მსმენელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს შემდეგი მიმართულებით:
1. ადამიანური რესურსების მართვა
2. გაყიდვები აქცენტებით
3. მარკეტინგი - ხელისშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორები
4. სოციალური პასუხისმგებლობა და მისი მნიშვნელობა
სპიკერებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიმოიხილეს არჩეული თემა და შემოგვთავაზეს პრობლემების გადაჭრის ორიგინალურ გზები ბიზნესის მიმართულებით.
ღონისძიების მონაწილე სპიკერები იყვნენ:
ლიკა ოხანაშვილი - Key Consulting-ის დამფუძნებელი და დირექტორი
ია ნიორაძე - სეიკოდო / Seikodo - დამფუძნებელი და დირექტორი
ლევან ჭითანავა - მედია ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი
ნინო ფეიქრიშვილი - პალიტრა მედია ჰოლდინგის დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით
ეკა ზედელაშვილი - სამშენებლო ჰოლდინგი ,,ელემენტ კონსტრაქშენი" + ,,all-p" ჯგუფი" - ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი
ნათია ნატროშვილი - New age ახალი ერა - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
როლანდი მაისურაძე - სასოფლო სამეურნეო კომპლექსი „ბეღანას ფშა“ - დირექტორი
რეზო ტაბატაძე - საბროკერო კომპანია VipTrade-ს დირექტორი