ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით მიმდინარეობს 3 დღიანი ტრენინგი სტუდენტებისათვის „Blockchain - ახალი მაღალტექნოლოგიური პროფესიების დაუფლების უმოკლესი გზა“, რომელსაც უძღვება Bitcoin Embassy Georgia-ს დამფუძნებელი და მმართველი ალექს სუდაძე. ტრენინგის ფარგლებში სტუდენტები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა -  Blockchain-ის გამოყენება ფინანსებში (კრიპტოვალუტებით ოპერირება და კლასიფიკაცია), ტექნიკურ სპეციალობებში - გადანაწილებული მონაცემთა ბაზების მართვა და სისტემატიზაცია, იურისპრუდენციაში - smart-contract-ების დამუშავება,  ინტერნეტ-პროგრამირება, ანალიტიკაში - სპეკულაციური ინსტრუმენტების გამოყენება (ფუნდამენტური და ტექნიკური თრეიდინგის საფუძვლები). ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.