3 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა მერსედეს ვერა მარტინთან, თემაზე - გლობალური პერსპექტივა და მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

მერსედეს ვერა მარტინი არის G განყოფილების უფროსის მოადგილე IMF- ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში. იგი პასუხისმგებელია საქართველოსთან ფონდის ჩართულობაზე 2014 წლის აგვისტოდან. IMF-ში მოღვაწეობის განმავლობაშიის მუშაობდა პერუში და ფოკუსირებული იყო განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებზე. ასევე, მუშაობდა მრავალმხრივ რეგიონალურ საკითხებზე, მათ შორის ბაზრის ეკონომიკის განვითარების ანალიზზე; გაცვლითი კურსის შეფასებაზე; შიდა კაპიტალის ბაზრების განვითარებაზე; რესურსის სიმდიდრის მართვასა და მაკრო-რეგულაციებზე ლათინურ ამერიკაში.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო თემებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ და ქვეყნის ეკონომიკური საკითხები მრავალმხრივ ჭრილში განეხილათ.