ტურიზმის პროგრამის კოორდინატორმა, ასოც. პროფ. თინათინ კუბლაშვილმა წარადგინა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი NIBS-ს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა ამა წლის მაისში ჩინეთის ქალაქ ჰარბინში. NIBS -  საერთაშორისო ბიზნეს სკოლების ქსელი - არის მსოფლიო ბიზნეს სკოლების ასოციაცია, რომლის წევრებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომ ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია და ეკონომიკის გლობალიზაცია არის მენეჯერული პრაქტიკის მთავარი ელემენტი. NIBS მის წევრებს უქმნის პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს მათ ურთიერთთანამშრომლობას, რათა ერთობლივად განავითარონ საგანმანათლებლო პროგრამები საერთაშორისო დონეზე. NIBS-ს წარმატება დაფუძნებულია დაგეგმის ღონისძიებებში მისი წევრების აქტიურ მონაწილეობაზე.

2019 წელს NIBS ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა ჩინეთის ქალაქ ჰარბინში. მაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მთელი ჩინეთიდან, რამაც ხელი შეუწყო ჩინეთის ქსელის გაფართოებას. კონფერენციის სახელწოდება იყო „პროგრესირებადი ჩინეთი“, რაც ასახავს  ჩინეთში, განსაკუთრებით განათლებისა და ბიზნესის სექტორში მიმდინარე სწრაფ ცვლილებებს.

პროფესორმა თინათინ კუბლაშვილმა ჰეილონძიანის საერთაშორისო უნივერსიტეტის (HIU) სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის ჩაატარა სამსაათიანი საჯარო ლექცია შავი ზღვის რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარების შესახებ 2015-2019 წლებში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო მონაცემები ჩინელი ტურისტების და ასევე საქართველოს წამყვანი ტურისტული დესტინაციების შესახებ. შეხვედრის ფორმატი იყო ინტერაქტიული და სტუდენტებსა და თანამშრომლებს საშუალება ქონდათ დაესვათ კითხვები, მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში და გამოეხატათ თავიანთი მოსაზრება აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში. 

პროფესორმა თინათინ კუბლაშვილმა ჰეილონძიანის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (HIU) გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და დაისახა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები ბელგიის, ნიდერლანდების, სამრეთ კორეის, ტაილანდის, ნორვეგიისა და ჩინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს სტუდენტებისა და თანამშრომლების გაცვლას, მონაწილეობას ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებსა და საერთაშორისო პროექტებში და ერთობლივი დიპლომების გაცემას პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად.