6 ივნისს გაიმართა მორიგი შეხვედრა ფინანსების საბაკალავრო პროგრამის განვითარების ფარგლებში, პროგრამის აკადემიურ და მოწვეულ ლექტორებთან. შეხვედრაზე საბოლოოდ შეჯერდა სწავლის შედეგების გაზომვის ინდიკატორები და განისაზღვრა კონკრეტული აქტივობები, რითიც გაიზომება ეს ინდიკატორები.