2019 წლის 20-22 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მკვლევარმა - გიორგი ყუფარაძემ, მონაწილოება მიიღო ეკონომიკის, მენეჯმენტისა და ფინანსების მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, კემბრიჯში, დიდ ბრიტანეთში. წარდგენილ იქნა მოხსნება თემაზე: კონკურენციისა და ანტიმონოპოლიური რეგულირების გამოწვევები (საქართველოს მაგალითი).

ვიზიტი განხორციელდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში: “საინვესტიციო აქტივობებზე კონკურენციის პოლიტიკის გავლენის შესწავლა” (YS17_90).