IDFI სხვადასხვა საჯარო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში მართავს საინფორმაციო შეხვედრებს სტუდენტებისთვის თემაზე: ხელისულების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები შესახებ. მიღებული ინფორმაცია საშუალებას მისცემს სტუდენტებს გაიღრმავონ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისა და საჯარო სექტორში შესაძლო გადაცდომების აღმოჩენის/რეაგირების უნარ-ჩვევები. შეხვედრის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 2 საათი.

 

 შეხვედრაზე განსახილველი თემებია:

·         როგორ აღმოვაჩინოთ საეჭვო გარემოებები საჯარო შესყიდვებში?

·         როგორ დავაკვირდეთ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის განკარგვას და მის ფინანსურ საქმიანობას?

·         როგორ მოვიპოვოთ ოფიციალური მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო პლატფორმიდან?

·         როგორ მოვითხოვოთ მთავრობაზე ზედამხედველობისთვის საჭირო საჯარო ინფორმაცია?

 

 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი

რეგისტრაციის ლინკი: https://docs.google.com/forms/d/1uWXwnxpi4AVcLG5xd0zQ7b-jnijxVu1AuyyHoMigykA/  

ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.IDFI.ge