2019 წლის 14 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სტუდენტმა მეგი წურწუმიამ, წარადგინა პროექტი „ტყის გაყინული მცენარეების ჩაი“ და დაიკავა პირველი ადგილი.

მწვანე ეკონომიკის სკოლა - ინოვაციების ფორუმი, სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში”  გაიმართა. პროგრამა ორგანიზებული იყო CENN-ის მიერ -ტყის მდგრადი განვითარება სოფლის მეურნეობისათვის,-ფარგლებში რომელიც  ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.