2019 წლის 19 დეკემბერს EFAA-ის დირექტორმა და RSF-ის საბჭოს მრჩეველთა ჯგუფის წევრმა (მცირე საწარმოების ბუღალტერთა და აუდიტთა ევროპული გაერთიანება), ბატონმა პოლ ტომპსონმა გამართა ვერქშოფი ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის. ბატონმა პოლმა დეტალურად ისაუბრა IFRS სტანდარტების მნიშვნელობაზე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და დეტალურად განიხილა ცვლილებები IFRS სტანდარტებში; ბატონმა პოლმა საკმაოდ საინტერესოდ მიმოიხილა ახალი კორპორაციული ანგარიშგების მოდელი - ინტეგრირებული ანგარიშგება; აუდიტის კომიტეტები, აუდიტის შრომითი პროცესი. ვერქშოფის ბოლოს გაიმართა დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში. საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული ვერქშოფის შემდეგ აკადემიურ პერსონალს გადაეცა სერთიფიკატები.