2019 წლის 23 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროგრამის სავალდებულო საგნის BUS111 ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები“-ს კურსის ფარგლებში ჩატარდა რიგით მეთოთხმეტე, ყოველწლიური პროექტი „ბიზნეს გეგმების შეჯიბრი: ბიზნესმენები ინვესტორების წინააღმდეგ“. პირველი კურსის სტუდენტებმა, საგნის ლექტორისა და პროექტის კოორდინატორის, პროფესორი, დოქტორის თეა კბილცეცხლაშვილის ხელმძღვანელობით 6 კვირის განმავლობაში ჩამოაყალიბეს და განავითარეს საკუთარი ბიზნეს იდეები და წარუდგინეს ჟიურის, რომლის წევრებიც იყვნენ ბიზნეს კლუბის წარმომადგენლები და წინა წლის გამარჯვებული გუნდები. ჟიურიმ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით გამოავლინა საუკეთესო მონაწილე ჯგუფები საუკეთესო ბიზნეს იდეით და გეგმით. პროექტში მონაწილობდა 13 გუნდი; პირველ 4 ადგილზე გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები და ბიზნეს ლიტერატურა.