2020 წლის 12 თებერვალს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა გამართა საორიენტაციო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართულ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. შეხვედრის ფარგლებში მოხდა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, აკადემიური კალენდრის გაცნობა, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი წესების გაცნობა, საგამოცდო რეგულაციების, სტუდენტების შეფასებისა და პრობლემების განხილვა. შეხვედრამ თბილ გარემოსა და კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.