BoB-ი ჩემთვის არის ცხოვრების ისეთი ფურცელი, რომელშიც  ერთ-ერთიი საუკეთესო პერიოდი იქნება აღწერილი. ზოგადად, BoB-ი ჩემთვის ასოცირდება სამ რამესთან: პირველი ეს არის ადგილი, სადაც ხარ ნაწილი და მომსწრე მომავალი თაობის განვითარების, ცოდნის გაზიარებისა და დახმარების;  მეორე: BoB არის ადგილი სადაც მუშაობ გარემოში, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობ, შეგიძლია ყველას ენდო და გქონდეს მათი იმედი ნებისმიერ სიტუაციაში. ასევე ხედავ, როგორი გზა გაიარეთ ერთად და როგორი ხართ დღეს, გიხარია, ბედნიერი ხარ და ამაყობ. და ბოლოს BoB არის ადგილი, სადაც დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ადამიანების მიმართ, რომელთაც ძალიან ვაფასებ, დიდ პატივს ვცემ და ვშრომობ იმისათვის, რომ გავამართლო მათი იმედები. ასე რომ, BoB არის დიდი რევოლუცია ჩემს ცხორვებაში, რამაც სრულიად სხვა პიროვნებად ჩამომაყალიბა და ყველაფერი უკეთესი კუთხით დამანახა. 

პროექტის კოორდინატორი