პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ BoB ყველა იმ პროექტისგან გამოირჩევა, რომელშიც ოდესმე მიმიღია მონაწილეობა. BoB-მა მასწავლა აუდიტორიის წინაშე თავისუფლად გამოსვლა და სისუსტეების დაძლევა. თავისუფლად შემიძლია ვთქვა,რომ ამ პროექტმა საგრძნობლად შემცვალა და უამრავი ახალი უნარი გამომიმუშავა, რაც საკუთარი თავის უკეთ რეალიზაციაში მეხმარება. პროექტის ფარგლებში გავიცანი უამრავი ადამიანი, რომლებთან ერთად ძალიან დიდი გზა გავიარე და რომლებიც ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცნენ. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის ფაქტი, რომ ვარ რაღაც მნიშვნელოვანის და ღირებულის ნაწილი, რაც ბავშვებს ეხმარება ცოდნის გაღრმავებაში