BoB არის გამორჩეული ყველა იმ პროექტისაგან,რომელშიც მე მონაწილეობა მიმიღია. BoB არის მეგობრობა. მუდმივი განვითარების პროცესი. შესაძლებლობა, იმისა, რომ  დაეხმარო და წვლილი შეიტანო სხვათა განვითარებაშიც, პროფესიის არჩევაში. რაც ყველაზე მეტად მახარებს BoB-ში განათლებისა და გამოცდილების მიღების შემდეგ, არის ის გრძნობა, რომელსაც თითოეული ტრენინგის მსვლელობისას, სტაჟირებისა თუ ტრენერობის პერიოდში განვიცდი - აუდიტორიისაგან დაფასებას , მხარდაჭერას, მადლიერებას, სიყვარულს. მახარებს და მაძლიერებს ის, რომ ამ პროექტში მონაწილე ყველა სტუდენტი ერთნაირი ძალისხმევით და პასუხისმგებლობით აკეთებს თავის საქმეს. BoB-ი ერთი გუნდია.