შავი   ზღვის   საერთაშორისო   უნივერსიტეტი   კვლევითი   პროექტის:   ,,საინვესტიციო აქტივობებზე   კონკურენციის   პოლიტიკის   გავლენის   შესწავლა“ ფარგლებში   აცხადებს კონკურს,   შავი   ზღვის   საერთაშორისო   უნივერსიტეტის   მაგისტრანტ   და   დოქტორანტ სტუდენტებს,  უნივერსიტეტის კურდამთავრებულებს  შორის  კვლევითი  პროექტის კვლევის ასისტენტის  თანამდებობაზე.   კონკურსი   ცხადდება  IBSU-ს   სოციალურ მეცნიერებათა და   ბიზნესის   მართვის   მაგისტრატურის   ბოლო   კურსის   ან/და დოქტორანტურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის

საქმიანობის ხანგრძლივობა: 4 თვე

ანაზღაურება: 750 ლარი (დარიცხული)

შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:

  • სოციოლოგიური გამოკითხვის საველე სამუშაოს წარმართვა და ადმინისტრირება

            (20 ერთეული, ინტერვიუს ფორმით)

  • კითხვარების შეგროვება და მონაცემთა დამუშავება
  • კვლევის ანგარიშების მოძიება და გამოთხოვა შესაბამისი ორგანიზაციებიდან
  • კონკურენციის   პოლიტიკის   შესახებ   უცხოური   კანონმდებლობის   შესწავლა-გაანალიზება
  • პროექტის ხელძღავნელის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კვლევით საქმიანობაში გამოცდილების ქონა

ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

სასურველია სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოებში გამოცდილების ქონა

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური და რაოდენობრივი ანალიზის უნარები
  • კონცენტრირებისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები

შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: CV-ების გადარჩევა, გასაუბრება

გთხოვთ სააპლიკაციო დოკუმენტები: დეტალური  CV,  დიპლომის ასლი (ან/და ცნობა სტუდენტის   სტატუსის   შესახებ)   გამოგზავნოთ   შემდეგ მისამართზე: gkuparadze@ibsu.edu.ge. წერილის თემაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აპლიკაციების   გამოგავნის   ბოლო   ვადა:   30   სექტემბერი.   ადრე   გამოგზავნილ აპლიკაციებს მიენიჭებათ პრიორიტეტი.

გისურვებთ წარმატებებს !