ძვირფასო სტუდენტებო, გვსურს შემოგთავაზოთ პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ზამთრის პროგრამა 2019.  მოცემული პროგრამის მთავარი თემა არის საერთაშორისო ბიზნესი და სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ 3 ECTS კრედიტი.

საერთაშორისო ზამთრის პროგრამა ჩატარდება 2019 წლის 22 იანვრიდან 31 იანვრამდე. პროგრამის დასაწყისში სტუდენტები დაესწრებიამ ოფიციალური მიღების ცერემონიას და მოისმენენ ლექციას ჩეხეთის და ევროპის ისტორიასა და კულტურაზე. შემდეგი 4 დღე დაეთმობა ლექციებს საერთაშორისო ბიზნესზე, რომლებსაც ჩაატარებენ საერთასორისო გამოცდილების მქონე ფაკულტეტის წევრები. სტუდნეტებს ექნებათ შესაძლებლობა ეწვიონ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, დაათვალიერონ ულამაზესი ქალაქი პრაღა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და კიდევ მრავალ აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა. სტუდნეტებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა წავიდნენ კულტურულ ტურზე _ Kutná Hora-ში, სადაც ისინი გაეცნობიან ვერცხლის ისტორიას და პირველი ჩეხური მონეტების წარმოებას.

გადასახადი:

მთლიანი გადასახადი: 1150 USD
Early Birds (14 ნოემბრამდე) 1070 USD

გადასახადი მოიცავს: განთავსებას, საუზმეს, ლანჩს, აეროპორტის ტრანსპორტს, პრაღის საჯარო ტრანსპორტის ბილეთებს, საკლასო სწავლებას, 3 ECTS, დიმპლომს, კომპანიებში ვიზიტს, 24/7 მხარდაჭერას, ღირშესანიშნაობების ტურს, კულტურულ ტურს და ა.შ.

თუ გსურთ მიიღოთ მონაწიელობა აღნიშნულ პროგრამაში, გამოაგზავნეთ შევსებული აპლიკაცია(https://drive.google.com/file/d/1-MKiPxhzTw0zDb3fhCm2BHMD_fp8oq_p/view?usp=sharing0 ) CV-თან ერთად შემდეგ მისამართზე: International@vsfs.cz

მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 4 დეკემბერი.

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ვებ-გევრდს:  https://www.vsfs.cz/en/?id=2580-winter-school ან დაგვიკავშირდეთ: international@vsfs.cz