ISIE-ს მიერ ორგანიზებული ბიზნეს ფორუმი არის ინგლისურენოვანი პროექტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბიზნესის შესახებ. 
პროექტის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
✔️როგორ დავიწყოთ ბიზნესი?
✔️როგორ გავარეკლამოთ ბიზნესი?
✔️როგორ განვავითაროთ ბიზნესი?
პროექტი ტარდება 15-16 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში და ორი ნაწილისგან შედგება: 
პირველ ეტაპზე პროფესიონალი ბიზნესმენები, თქვენთან ერთად, განიხილავენ მათი პრაქტიკული გამოცდილებიდან რეალურ ქეისებს და მოგცემენ რჩევებს თქვენი ბიზნეს იდეის გასავითარებლად.
მეორე ეტაპზე კი შეძლებთ თქვენი იდეებისა და 
პირველ დღეს დაგროვილი ცოდნის რეალობად ქცევას, პრაქტიკული დავალებებითა და აქტივობებით.
პროექტის ბოლოს გამოვლინდება:
✔️ საუკეთესო გუნდი
✔️ საუკეთესო სპიკერი
✔️საუკეთესო დელეგატი 
პროექტისგან თქვენ მიიღებთ:
✔️ მონაწილეობის დამადასტურებელ ინგლისურენოვან სერტიფიკატს ISIE-სგან
✔️სპონსორების მიერ დაწესებულ პრიზებს დელეგატებისთვის და გამარჯვებულებისთვის
✔️გაიუმჯობესებთ ინგლისურ ენას
✔️ მოხვდებით ისეთ კონკურენტუნარიან და პრაქტიკულ გარემოში, რომელიც ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოგცემთ ბიზნესის დასაწყებად.
✔️გაიუმჯობესებთ საჯარო გამოსვლების, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარებს
მონაწილეობის მოთხოვნები:
✅ ასაკი - 18დან-29წლამდე სტუდენტი ან კურსდამთავრებული
✅ აპლიკაციის შევსება - https://goo.gl/forms/Qtrz5N2ebqnGsM3q1
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მონაწილეობა უფასოა.