სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი იწყებს მიღებას საჯარო სექტორის აუდიტორთა სასერტიფიკაციო პროგრამაზე - აღნიშნული პროგრამის სავარაუდო თარიღია 17 დეკემბერი(შესაძლებელია შეიცვალოს) .

მემორანდუმის ფარგლებში ბაკალავრის ხარისხის მქონე და მაგისტრანტ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებითაა შედგენილი.

სერტიფიცირების პროგრამა 3 თვიანია, რომელიც ორ ეტაპად მიმდინარეობს- სასწავლო კურსი და სასერტიფიკაციო გამოცდა.

მემორანდუმში ჩართული სტუდენტებისათვის სერტიფიცირების საფასური განახევრდა და ნაცვლად 1300 ლარისა შეადგინა 850 ლარი .

700 ლარი კურსის საფასური და 150 ლარი - გამოცდის.

სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5- წლიანი სერტიფიკატი.