ძვირფასო სტუდენტებო, არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, რომ ისწავლოთ ერთი სრული სემესტრი ევროპულ ბიზნეს სკოლაში (პორტუგალია), სრული დაფინანსებით (5070€).

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 11 დეკემბერი.

 

 

პირველი ეტაპი:

მოთხოვნები:
• GPA 75-ზე მეტი
• კარგი მულტიკულტურული კომუნიკაციის უნარი
• ინგლისურ ენაზე სწავლის უნარი
• ბაკალავრიატის სტუდენტი (პირველი, მეორე და მესამე კურსები).

პრიორიტეტი მიენიჭებათ სტუდენტებს:
1. მაღალი GPA-ით
2. პროექტებში ჩართულობით (უნივერსიტეტის შიგნით და გარეთ)
3. ძლიერი კომუნუკაციის უნარები
4. სამოტივაციო წერილი

შერჩევის კრიტერიუმები:
1. ენის ცოდნა: TOEFL iBT, IELTS ან ექვივალენტური დოკუმენტი
2. სფეროს შესაბამისობა
3. საფეხური: ზედა საფეხურის სტუდენტებს ენიჭებათ უპირატესობა
4. სწავლების წელი: ზედა კურსის სტუდენტებს ენიჭებათ უპირატესობა
5. CGPA: მაღალი GPA-ს მქონე სტუდენტებს ენიჭებათ უპირატესობა
6. გამოცდილება: პრიორიტეტი ენიჭებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობდნენ გაცვლითი პროგრამით
7. რეკომენდაცია (ები): ლექტორებისგან და პროგრამის ადმინისტრატორებისგან: სპეციალური ფორმით
8. ჩართულობა: სხვა და სხვა სოციალურ, საგანმანათლებლო და/ან სამეცნიერო პროექტებში: დამადასტურებელი სერთიფიკატები/ცნობები.

სავალდებულო დოკუმენტები:
1. განაცხადის ფორმა;
2. შზსუს ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
3. 2 სარეკომენდაციო წერილი
4. სამოტივაციო წერილი
5. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
6. CV
7. მოქმედი პასპორტი

მეორე ეტაპი:
გასაუბრება. თარიღი: 12 დეკემბერი.