პროექტში ასისტენტის პოზიცია

 

გრანტით დაფინანსებული პროექტის აღწერა:

 

კონკურსის სახელი: ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი 2019.

კონკურსი ჩატარდა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ბაზაზე.

 


პროექტის სახელწოდება ქართულად

ხანდაზმულ მოსახლეობაში წაქცევის გამოვლენა, მოწყობილობაზე, კერძოდ, ჭკვიან ტელეფონზე მონაცემების დამუშავების გზით

პროექტის სახელწოდება ინგლისურად

On-Device Data Processing Based Fall Detection for Elderly Population using Smartphone

 

კვლევის მიზანი: კვლევის მთავარი იდეაა, სმარტფონზე დაფუძნებული მონაცემების მახასიათებლების შესწავლის გზით ადამიანის წაქცევის მაღალი სიზუსტით გამოვლენა. კვლევის მიზნის მისაღწევად, ჩატარდება ექსპერიმენტები სმარტფონის გამოყენებით, სადაც მომხმარებლის აქტივობის ამოცნობა განხორციელდება კონტროლირებადი (Supervised) თუ არაკონტროლირებადი (Unsupervised) დასწავლის ალგორითმის მეშვეობით. სამუშაო მოდელის შემუშავების შემდეგ შეიქმნება მობილური აპლიკაცია iphone-ისთვის, რომელიც მიზანმიმართული იქნება ხანდაზმულთა და მზრუნველობის საჭიროების მქონე პირთა მხარდასაჭერად.

დაგეგმილი პროექტი განხორციელდება 2 წლის განმავლობაში.

 

პროექტის ასისტენტობის კანდიდატი უნდა იყოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრანტი, მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი და დოქტორანტი, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას და აქვს დაპროგრამების გამოცდილება Python-ზე. მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი ჩაითვლება დამატებით უპირატესობად. ასისტენტის მოვალეობაა კვლევის პროცესში პრაქტიკული თუ თეორიული დავალების განხორციელებაში ჩართულობა. პროექტის დასრულების შემდგომ ასისტენტი შეიძენს კვლევის ჩატარების, მონაცემების მართვის, ანალიზის კეთების და სტატიის წერის გამოცდილებას, რაც გახდება წინაპირობა შემდგომში მან დამოუკიდებლად მართოს პროექტები. ანაზღაურება განხორციელდება ხელფასის სახით 2 წლის მანძილზე, პროექტით გათვალისწინებული თანხის ოდენობით.

 

დაინტერესებულმა პირებმა სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: (mdedabrishvili@ibsu.edu.ge)

 

კანდიდატი შეირჩევა განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.