ინფორმაციისთვის მოგახსენებთ, რომ დღეიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაცხადა აუდიტორ-სტაჟიორთა მიღება სტაჟირების პროგრამაზე.

სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს ინტენსიურ სატრენინგო კურსს, სადაც სტაჟიორები პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, შეიძენენ თეორიულ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით. წარმატებულ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ აუდიტის პროცესში, გაეცნონ აუდიტორულ საქმიანობას, პასუხისმგებლობებს, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს, აუდიტის ანგარიშებს, აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფას, ბიუჯეტის  ანალიზთან  დაკაშირებულ  საკითხებსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის მიმართულებას.

სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 თვიდან 12 თვემდე ვადით. სტაჟირების პირველ 6 თვეში მიღებული ცოდნისა და გამოვლენილი უნარების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს  სტაჟირების ვადა გაუგრძელდება დამატებით 6 თვე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა შესაძლებლობა დასაქმდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/59631?active=1 (თბილისი)

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/59633?active=1 (ბათუმი)

მონაცემების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 13 თებერვალი.