პროექტი "იდებატე!"

პროექტის „იდებატე!“ ტურნირები ტრადიციულად მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ბრიტანული საპარლამენტო დებატების სტილით ტარდება.️

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებსა და ბაკალავრიატის სტუდენტებს.

პროექტის „იდებატე!“ 2020 წლის გაზაფხულის სეზონის პირველი შესარჩევი ტურნირის განრიგი:

11 ივნისი - ბრიტანული საპარლამენტო დებატების ფორმატის ტრენინგი, რომელიც გაიმართება საქართველოს მომავლის აკადემიის FB გვერდზე.

13-14 ივნისი - შესარჩევი ტურნირი და ფინალისტების გამოცხადება

შესარჩევი ტურნირების ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

➡️ 2020 წლის გაზაფხულის სეზონის პირველ შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა 2020 წლის 11 ივნისის ჩათვლით:

https://forms.gle/6xjeereFu2DE42Ap9

პროექტში „იდებატე!“ შესაძლებელია როგორც გუნდური (ორი მოდებატესგან შემდგარი გუნდები), ასევე ინდივიდუალური რეგისტრაცია. უკანასკნელის შემთხვევაში, ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი თავად შექმნის გუნდს.

შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის საფასური ორი ადამიანისგან შემდგარ გუნდზე შეადგენს 40 ლარს, ინდივიდუალური აპლიკაციის შემთხვევაში კი მონაწილე იხდის 25 ლარს. აღნიშნული თანხა ფარავს როგორც შესარჩევ, ასევე სეზონის ფინალურ ტურნირში მონაწილეობას, თუ მოდებატეთა გუნდი მოიპოვებს მასში მონაწილეობის უფლებას.

დარეგისტრირებულმა მონაწილეებმა უნდა ჩარიცხონ აღნიშნული თანხა ქვემოთ მითითებულ საბანკო ანგარიშზე 11 ივნისის ჩათვლით:

მიმღები ბანკი: სს "საქართველოს ბანკი"

ბანკის კოდი: BAGAGE22;

მიმღების დასახელება: ა(ა)იპ საქართველოს მომავლის აკადემია;

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE82BG0000000571142900;

დანიშნულება: „იდებატე!“, მონაწილის სახელი და გვარი;

საქართველოს მომავლის აკადემიის საიდენტიფიკაციო კოდი: 405113755.

თანხის შეტანა ანგარიშზე შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებში, ინტერნეტ ან მობაილ ბანკის გამოყენებით და Express Pay სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

❗️სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში პროექტში მონაწილეობა უფასოა! ცნობის გამოგზავნა აუცილებელია ჩვენს ელფოსტაზე (idebate.gfa@gmail.com) არაუგვიანეს 11 ივნისისა.

ეს პროექტი არის მათთვის, ვისაც სურს:

🔸 გახდეს საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული მოდებატე, რომელიც სამომავლოდ შეძლებს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ტურნირებში;

🔸 საფუძვლიანად შეისწავლოს დებატების ტექნიკა და საჯარო გამოსვლების ხელოვნება ყველაზე გამოცდილი ტრენერების დახმარებით;

🔸 განავითაროს საკუთარი კრიტიკული აზროვნება, რომელიც ნებისმიერი საქმიანობის დროს გამოადგება, იქნება ეს სწავლა თუ სამსახური;

🔸 იკამათოს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და შეძლოს სხვებისთვის საკუთარი სიმართლის არგუმენტირებულად დამტკიცება;

🔸 შეიძინოს პრაქტიკული ცოდნა ეკონომიკის, სოციოლოგიის, სამართლის, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, კულტურის და სხვა სფეროებში;

🔸 გაიცნოს და იმეგობროს ქვეყნის ყველაზე წარმატებულ მოდებატეებთან.

➡️ პროექტის „იდებატე!“ რიგით მეშვიდე სადებატო სეზონი 2 ონლაინ შესარჩევი და ფინალური ტურნირისაგან შედგება.

 

ჩემპიონატის ჩატარების აღნიშნული სტრუქტურული მოდელი სხვა ევროპულ ქვეყნებში არსებული საუკეთესო დებატების ჩემპიონატების ჩატარების პრაქტიკას ემყარება. თითოეული შესარჩევი ტურნირის შედეგების გათვალისწინებით, გამოვლინდებიან სეზონის საუკეთესო მოდებატეების გუნდები. აღნიშნული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას სეზონის ფინალურ ტურნირში, რომელიც 2020 წლის ივნისში ან ივლისში გაიმართება. სწორედ ფინალურ ტურნირში მოასპარეზე გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან 2020 წლის გაზაფხულის სეზონის გრანდ ფინალში მოხვედრისთვის, რომლის დროსაც საქართველოს დებატების ჩემპიონი გუნდი და ხუთი საუკეთესო გამომსვლელი გამოვლინდება! 🏆

ღონისძიების Facebook ბმული - https://www.facebook.com/events/239345430815523/

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ „საქართველოს მომავლის აკადემიის“ Facebook გვერდზე, ელ-ფოსტაზე: (idebate.gfa@gmail.com) ან დაუკავშირდით ჩვენს მთავარ ორგანიზატორებს:

593 69 32 23 - ანა ქავთარაძე

555 11 15 60 - ნინია ჯავახიშვილი

გისურვებთ წარმატებას,

„საქართველოს მომავლის აკადემიის“ გუნდი