იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის აცხადებს სტიპენდიას 2021 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში.

იაპონიის საელჩოში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა:

საბაკალავრო პროგრამაზე: 2020 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით

მკვლევარის პროგრამაზე: 2020 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ განთავსებულია ლინკზე: https://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_ja/11_000001_00038.html