"შემოქმედებითი აზროვნება ბიზნესში"არის საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური აზროვნებას სტუდენტებს შორის, მისცეს მათ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ ცოდნა ბიზნეს პროექტის წერასა და წარდგენაში. პროექტი მოიცავს სასწავლო-ტრენინგ კურსს პროექტის მენეჯმენტში, რომელიც ტარდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის მიერ.

ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა შეაფასოს ბიზნეს გარემო, ბაზრის ანალიზი და სტრუქტურა, ბიუჯეტირება, როგორ შექმნან სრულყოფილი ბიზნეს გეგმა. სტუდენტები შეიძენენ ანალიტიკურ უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ბიზნესში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. შეისწავლიან თანამშრომლების მოტივირების, ანგარიშგების, კომუნიკაციის, დაგეგმვისა და მოლაპარაკებების მეთოდოლოგიებს.

ყოველწლიური სტუდენტური კონფერენციის ორგანიზატორი არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, შზსუ-ს ბიზნეს კლუბთან ერთად. კლუბის ლიდერი და წევრი სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული კონფერენციის ორგანიზებისა და კოორდინაციის პროცესში. მათი წვლილი არის მნიშვნელოვანი.